ჟურნალ „სოლიდარობის“ ინიციატივით რეგულარულად იმართება დისკუსიები ბათუმსა და ქუთაისში ადგილობრივი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით. ბოლო დისკუსიის თემა სამოქალაქო კულტურა იყო. მომხსენებლები - ნინო დანელია და ლაშა ბაქრაძე. გთავაზობთ ამ დისკუსიის მოკლე ჩანაწერს.
ლაშა ბაქრაძე: რა არის სამოქალაქო კულტურა? ძალიან ხშირად ჩვენ სხვადასხვა შინაარსს ვდებთ ამ სიტყვებში. თუ სამოქალაქო კულტურაზე გვინდა საუბარი, მაშინ უნდა ვილაპარაკოთ სამოქალაქო საზოგადოებაზე, რომელშიც შეიძლება ეს კულტურა აყვავდეს.
No comments:
Post a Comment